თეგი: Leopard 2

ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს

თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნო, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას.  ამის შესახებ ABC News უკრაინელ მხარეზე დაყრდნობით წერს. ABC News-ის ცნობით, შეთანხმებები რამშტაინის სამიტზე გაფორმდა. 20 იანვარს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვდნენ. მინისტრებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილეს.  ეს რამშტეინის რიგით მერვე სამიტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო